ახალი ამბები

გორმედი: ვაქცინაციის მსურველთა რიცხვმა იკლო

ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროცესი პასიურ ფაზაში გადავიდა. “გორმედის” კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, აცრების დღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შემცირდა, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი კი საშუალოდ 35-ითაა წარმოდგენილი.

ზაფხულის თვეებში, covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გორის მუნიციპალიტეტში ასეულობით მოქალაქე იტარებდა. ამჟამად კი მათი რიცხვი დღეში 40-ს არ სცდება.

“აცრების რაოდენობა ბოლო პერიოდში ძალიან შესუსტდა. მაჩვენებელი დაბალია. დღეში საშუალოდ 30-35 პირს უტარდება ვაქცინაცია”, – ამბობს, “გორმედის” კლინიკური დირექტორი ხათუნა შრუბი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები