გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა პარტიის “საქართველოსთვის” საჩივრები და 6 უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალა.
პარტიის წარმომადგენლის მამუკა ფანიაშვილის განმარტებით, ხელახლა დათვლის შედეგად, უმნიშვნელო მეტობები აღმოჩნდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
“ძირითადი გაყალბება მოხდა გარეთ “სომხური კარუსელის” სახით, ამიტომ ამას უბნების გადათვლა არ უშველის. თითქმის ყველა უბანს აკლია ბიულეტენი ოქმში, რაც ნათლად მოწმობს რომ ბიულეტენები გაიტანეს უბნებიდან” , – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი