გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მააიკე ვან კოლდამი ეწვია.
ელჩი სკოლაში, ნიდერლანდების სამეფოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა.
“ნიდერლანდების ელჩსაც ვუმასპინძლეთ მათივე დაფინანსებული პროექტის ფარგლებში : ” მშვიდობის,ტოლერანტობის და არა-ძალადობრივი კომუნიკაციის განვითარება ახალგაზრდებში”, – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.
აღნიშნული პროექტი ასოციაცია “ნაკვალევის” ორგანიზებით და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა ტრენინგების კურსი გაიარეს.
დატოვეთ კომენტარი