ახალი ამბები

„გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული ბიულეტენები” , – ენმ-მ გორში 15-მდე საჩივარი დაწერა

“გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა 3 ბიულეტენი” , – მიუთითა N52 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა. ოქმის ბალანსის დარღვევის გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციამ საოლქო კომისიაში 15 საჩივარი შეიტანა, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ოქმების შემოწმებას აგრძელებენ.

“15- მდე საჩივარი გვაქვს დაწერილი. ამ დრომდე მიმდინარეობს ოქმების შესწავლა და დისბალანსების პოვნა. ამ ინფორმაციას ბრიფინგით შევაჯამებთ” , – ამბობს პარტიის წევრი ანო ბალიაშვილი.

ენმ-ს მიერ დაწერილი დანარჩენი საჩივრები შეეხება არჩევნების დღეს არსებულ პროცედურულ დარღვევებს. მაგალითისთვის, N1 უბანზე კომისიის წევრმა ამომრჩეველი პირადობის მოწმობის წარმოადგენის გარეშე დაუშვა უბანზე, ამ ფაქტს პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. დაიწერა საჩივარი, რომელიც საოლქო კომისიამ შეისწავლა და კომისიის წევრს დისციპლინური გადაცდომისთვის “სიტყვიერი შენიშვნა” გამოეცხადა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.