ახალი ამბები

მაკრახიძის კომპანიამ “ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა და მილიონიანი ტენდერი მოიგო

 “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანის, იოსებ მაკრახიძის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან მხოლოდ ერთ თვეში 1მლნ173 ათასი ლარი მიიღო. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გორის ყოფილი მაჟორიტარი ტენდერებს მმართველი გუნდისთვის გაღებული შემოწირულობის პარალელურად იგებს.

“მხოლოდ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, “ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7მლნ 350 ათას 505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460ათას 500 ლარი მიიღო.

“კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში 67 000 ლარი შესწირეს, სახელმწიფო შესყიდვებიდან თითქმის 8 მილიონი ლარი მიიღეს. კომპანიებმა პარტია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობის დღეს მსხვილი ხელშეკრულებები გააფორმეს სახელმწიფო სტრუქტურებთან. მათ შორისაა იოსებ მაკრახიძის კომპანიაც,”-წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

ინფორმაციისთვის, აგვისტოს თვეში, მაკრახიძის კუთვნილმა კომპანიამ, შპს იბოლიამ, “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა და ამავე დროს 1 მლნ 200 ათასი ლარის ტენდერი მოიგო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები