ახალი ამბები

ხოჯევანიშვილი: საარჩევნო დღე სამარცხვინო კარუსელით დასრულდა

პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი მათი გუნდის მიმართ განხორციელებული ზეწოლების, დაშინებისა და შანტაჟის ფონზე წარიმართა. ხოჯევანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ორპოლუსიანი გარემო იყო შექმნილი, რამაც გავლენა ისევ მმართველი გუნდისა და “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იქონია. სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ არაერთ უბანზე ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელსაც.

“ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით იმ ფაქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს იყო დაშინება, ზეწოლა, წნეხი, სხვადასხვა უღირსი საქციელი და პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. იყო უამრავი ტალახის სროლა და ეს ყველაფერი დასრულდა სამარცხვინო კარუსელით საარჩევნო დღეს. ჩვენი ბრძოლა გრძელდება კანონის ფარგლებში – უკეთესი საქართველოსთვის”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი