ცხინვალიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის შალვა გოდერძიშვილის თქმით, პირველადი დათვალიერებით პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
” პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები”, – განაცხადა გოდერძიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა.