ახალი ამბები

„ჩემი ფეისბუქი მეუღლეს ჰქონდა” , – მერიის თანამშრომელი ცესკომ სააგიტაციო მასალის გაზიარებისთვის არ დააჯარიმა

“ჩემი ფეისბუქის პაროლი მეუღლესაც აქვს” , – ასეთი ახსნა-განმარტება გააკეთა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” საჩივარზე.

ორგანიზაციამ ჩიხრაძეს ცესკოში უჩივლა, სამუშაო საათებში სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალის გაზიარებისთვის.

““სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, რომელიც მონიტორინგს უწევს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მიიჩნევს რომ საჯარო მოსამსახურის მიერ სამუშაო საათებში სააგიტაციო მასალების გავრცელებით, დაირღვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის კანონით დადგენილი წესი”, -ნათქვამია საჩივარში.

საჩივარი გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა. მოისმინა ჩიხრაძის არგუმენტი და საბოლოოდ, მერიის თანამშრომლის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი დაკმაყოფილდებოდა, ჩიხრაძე 2 000 ლარით დაჯარიმდებოდა.

დატოვეთ კომენტარი