სტატიები

წინასწარი მონაცემებით, გორის საკრებულოში 2 ოპოზიციური პარტია შედის

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 ოპოზიციური პარტია შედის. 

სავალდებულო 3%-იანი ბარიერი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტიამ “საქართველოსთვის” გადალახეს.

ენმ-ს პარტიას გორის მუნიციპალიტეტში არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 31.74%-მა მისცა ხმა. ახალ საკრებულოში სულ 30 წევრი იქნება, აქედან 12 მაჟორიტარული ოლქებიდან. აღნიშული პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა კახა ლობჟანიძემ გორი-სადგურის დასახლებაში 9 ხმით აჯობა მმართველი გუნდის კანდიდატს. გამოდის, რომ მაჟორიტარის ჩათვლით, პროპორციული სიის გათვალისწინებით, ენმ საკრებულოში საშუალოდ 6 კაცს შეიყვანს.

რაც შეეხება, გახარიას პარტიას, მას არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 10.26%-მა დაუჭირა გორში მხარი. მაჟორიტარულ ოლქებში ყველა კანდიდატმა წააგო. აქედან გამომდინარე, პარტია “საქარველოსთვის” საკრებულოში სავარაუდოდ, 2 კაცს შეიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ეს რაოდენობები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, შესაძლოა შეიცვალოს.

საკრებულოში უმრავლესობა ისევ “ქართულ ოცნებას” ექნება. პარტიამ გორში 48.45% მიიღო და 12 მაჟორიტარული ოლქიდან, 11-ში თავისი კანდიდატი გაიყვანა.

რაც შეეხება, დანარჩენ პარტიებს, “ევროპულ საქართველოს” 0.94% აქვს, ლელოს 2.12%, გირჩი მეტი თავისუფლებას 1.34%, პატრიოტთა ალიანსს კი, 1.77%. ამ შედეგებით, აღნიშნული პარტიები საკრებულოში ვერ მოხვდებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.