ახალი ამბები

ჯიოშვილი: მერის მოადგილე უბნის სიახლოვეს სამსახურის მანქანით დგას

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი N95 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურის მანქანით “ქართული ოცნების” აგიტატორებთან ერთად დგას და სავალდებულო 100-მეტრიან დისტანციას არ იცავს.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” ფოტომასალასთან ერთად პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას” პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ლაშა ჯიოშვილმა მიაწოდა.

“შიოშვილი მერიის კუთვნილი ავტომობილით იმყოფება საარჩევნო უბანთან. არ არის დაცული სავალდებულო 100-მეტრიანი დისტანცია” , – ამბობს ლაშა ჯიოშვილი.

თავად შიოშვილი ამბობს, რომ კანონი კარგად იცის და შესაბამისად, აცხადებს, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე თავისი ცოლის ძმა მიიყვანა ხმის მისაცემად.

სარჩევნო კოდექსის  მიხედვით, კენჭისყრის დღეს დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

დატოვეთ კომენტარი