ახალი ამბები

კვარხეთი ბუნებრივი აირით მომარაგდება 

სოფელი კვარხეთი ბუნებრივი აირით მომარაგდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

შიდა ქართლის გუბერნიის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები კვარხეთის ჩათვლით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რეგიონში დამატებით 4 სოფელში ჩატარდება. 

უწყების ცნობით, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით გორის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი