გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარებში სასმელი წყლის საფილტრე ნაგებობა აშენდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში შოთა ვანიშვილი ავრცელებს.
სოფლის დეპუტატის თქმით პროექტი 2 თვეში დასრულდება.
”ღვარებში კეთდება წედისი-ბნავისი-ოლოზის სასმელი წყლის საფილტრე ნაგებობა, პროექტი 2 თვიანია და ღირებულება 106 000 ლარს შეადგენს. ბეტონის ნაგებობა შენდება, სადაც წყლის ფილტრაცია მოხდება და ასე გავა ქსელში, რომელიც წყლით სამ სოფელს მოამარაგებს, ამის მერე გავა ყველა სოფლის სათავე ავზში, სადაც გაიქლორება, გაიფილტრება და წავა მოსახლეობაში “, – ამბობს ვანიშვილი
დატოვეთ კომენტარი