გორის მერიის გადაწყვეტილებით, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად, აუცილებელია ავტობუსებს და მიკროავტობუსებს ჰქონდეთ კონდიცირების,გათბობის ან /და ვენტილიაციის გამართული სისტემები; წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები გადაადგილების უფლებას ვერ მიიღებენ.
ამის შესახებ, ინფორმაცია დადგენილების პროექტში წერია, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა დასამტკიცებლად. გარდა ამისა, მერიას აქვს სხვა მოთხოვნებიც:
“1995 წლამდე გამოშვებულ M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა, ასევე ნებართვა არ გაიცემა ავტობუსზე , რომელსაც ექნება ძარაზე მექანიკური დაზიანება ან /და კოროზია” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მძღოლი ვალდებულია ავტობუსს გააჩნდეს პერიოდული ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.