ახალი ამბები

გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გახსნისთვის ემზადება

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გახსნისთვის ემზადება.

სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ აფციაურის თქმით, რამოდენიმე დღეში თავშესაფარი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.

“მიუსაფარ ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტო იწყებს მუშაობას, ამ ეტაპზე გადმოგვაქვს ინვენტარი, უკვე დავდგით საოპერაციო კაბინა. ნივთების გადმოტანას მოვრჩებით და ცხოველებსაც გადმოვიყვანთ. მოგეხსენებათ ეს თავშესაფარი გათვლილია შიდა ქართლზე, ასე, რომ შეუძლიათ მოგვმართონ ქარელიდან, ხაშურიდან, კასპიდან და რაღა თქმა უნდა გორიდან”, – ამბობს აფციაური

აფციაურის თქმით ამჟამად თავშესაფარში 4 ლეკვი და 15 მდე ძაღლია გასაჩუქებელი, რომელიც არიან აცრილები და ასევე დამუშავებული არიან პარაზიტებზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.