“ეწევით რამეს?” , – ასე უპასუხა შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შეარიგა იგი სუს-ის რეგიონულ ხელმძღვანელ ოთარ ნონიკაშვილთან.
ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მჭედლიძესა და ნონიკაშვილს შორის, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გუბერნატორმა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრული ფეიკი და აბსურდი უწოდა.
“სრული ფეიკი, სრული აბსურდი გავრცელდა პარტიული ტელევიზიის მიერ. ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი, ერთი გუნდის წევრები ვართ. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, უფრო მეტი დეზინფორმაცია ვრცელდება. არ მაქვს მე იმის დრო, რომ ამ ყველაფერს პასუხი გავცე, პასუხს გასცემს ქართველი ამომრჩეველი რამდენიმე დღეში, “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს” , – განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.
ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნონიკაშვილს სურდა, რომ საკუთარი ახლობლებით დაეკომპლექტებინა საარჩევნო სიები, ასევე ადგილობრივ დონეზე გავლენა სურდა მჭედლიძესაც. მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის და საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ ის სიები წარადგინა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწერა