ახალი ამბები

რაზმაძე ხინჩეგაშვილზე: არ შეიძლება ზოგჯერ საკუთარი დაწერილი ვერ წავიკითხოთ?

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საჯარო გამოსვლას მმართველი გუნდიდანაც ეხმაურებიან. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საარჩევნო პროგრამა უშუალოდ ლადო ხინჩეგაშვილის შედეგნილია და მისთვის ეს არავის დაუწერია. დავით რაზმაძის თქმით, კანდიდატის გამოსვლაში თუ სტილისტური შეცდომები იყო ამით არაფერი დაშავებულა.

მის მიერ გაჟერებული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტისთვის სოციალური სფერო და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მიმართულებებია. ვფიქრობ, არაფერი არ მომხდარა ისეთი, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილი აალაპარაკა. ძალიან გადატვირთულია, ბევრი შეხვედრა აქვს და ვერ მოასწრო ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ თავისი დაწერილია ეს პროგრამა, მე მქონდა უშუალოდ მასთან კონსულტაციები. პროგრამაზე მუშაობისას მირეკავდა და კონკრეტულ თემებს გავდიოდით. არ შეიძლება, რომ ზოგჯერ საკუთარი დაწერილი ვერ წავიკითხოთ? “,-აცხადებს დავით რაზმაძე.

დატოვეთ კომენტარი