გორის მუნიციპალიტეტის მერიას სტალინის და ჭავჭავაძის კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელში კომერციული ფართის გაქირავება 960 ლარად სურს. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
განკარგულებიდან ირკვევა, რომ გორის მერიას განცხადებით მოქალაქემ მიმართა, რომლითაც
ითხოვს, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე
კომერციული დანიშნულების ობიექტის იჯარით აღებას.
აუდიტმა აღნიშნული ფართი შეაფასა და საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა 9 994.00 ლარით
“გამომდინარე იქიდან, რომ გორის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების რაიმე დამატებითი დანიშნულებით გამოყენება, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების მიღების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, კომერციული ფართი, (10.52 კვ.მ,) პირობიანი აუქციონის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გაცემა”, – წერია განკარგულებაში.
მერია იჯარას 2 წლით გასცემს.