ენმ-ს ინფორმაციით გორში “ნაციონალური მოძრაობის” მერეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის შვილი გაიტაცეს. როგორც ოპოზიცია ამბობს, 23 წლის ლუკა ბიძინაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სოფელ კარბიდან თეთრი ფერის შკოდის ავტომობილით გაიტაცეს.
ბიძინაშვილის ოჯახის წევრები სამართალდამცავებისგან ლუკას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ
“მეგობართან ერთად იყო რა დროსაც მათთან გაჩერდა თეთრი ფერის შკოდა, გვარები ჰკითხეს და ამის გვარი, რომ გაიგეს ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს. მის კუთვნილ მობილურზე, რომ ვრეკავთ ზარი გადის, მაგრამ ადგილმდებარეობა არ ვიცით. პოლიცია გვეუბნება, რომ არკვევენ და მოგვაწვდიან ინფორმაციას”, – ამბობენ ოჯახისწევრები
ოპოზიციური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრები სამხარეო პოლიციასთან არიან შეკრებილები.