ახალი ამბები

გორში, პირველკასელებისთვის განკუთვნილი ნეტ-ბუკების შემოტანა იგვიანებს 

პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ნაწილს ნეტ-ბუკები ისევ არ მიუღია. როგორც რესურსცენტრში განმარტავენ, დაგვიანების მიზეზი პანდემიას უკავშირდება დისტრიბუციის თვალსაზრისით. ნანა ტერმაკოზაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნიკის მიწოდების პროცესი სკოლებში 4 ოქტომბრამდე დასრულდება.

“ჩემი ინფორმაციით, პირველკლასელთა ბუკები შესყიდულია, მაგრამ დისტრიბუცია ჭიანურდება პანდემიის გამო. შემოტანილია გარკვეული რაოდენობა, მაგრამ არა – სრულად. როგორც კი სრულად შემოიტანს მომწოდებელი, მოგვაწვდიან რაიონებსაც,” – ამბობს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები