ციტატები

რეალურად (ა)იპ-ებს გორისთვის არაფერი არ მოუტანიათ, ხარჯის გარდა – ლაშა ჯიოშვილი

გორში პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ლაშა ჯიოშვილმა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების შესახებ განაცხადა, რომ რეალურად ამ ა(ა)იპ-ებს მუნიციპალიტეტისთვის არაფერი არ მოუტანიათ, ხარჯის გარდა. მისი აზრით, შტატებია პირველ რიგში მაქსიმალურად შესამცირებელი. ის ასევე ამბობს, რომ მხარს ვერ დაუჭერს პროფესიონალი კადრის სახლში გაშვებას, თუმცა მომხრეა, რომ პარტიული აქტივი, რომელიც ხელფასის გამოა დასაქმებული ა(ა)იპ-ებში, მოსცილდეს იმ საქმეს, რომლის კომპეტენციაც არ გააჩნია.

რადიო “მოზაიკა” ახორციელებს პროექტს “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” , რომლის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. პროექტის ფარგლებში, გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციისთვის. დოკუმენტის მომზადებას წინ უძღვოდა პროექტის პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა და აჩვენა ის ხარვეზები, რომლებიც დღესდღეობით, არსებობს აღნიშნულ სამსახურებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.