ახალი ამბები

ცესკო-მ გორის საარჩევნო ოლქში სპეცჯგუფების წევრების შერჩევაზე კონკურსი გამოაცხადა 

ცესკო-მ გორის საარჩევნო ოლქში სპეცჯგუფების წევრების შერჩევაზე კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალური ჯგუფების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 

გორის 32 -ე საარჩევნო ოლქში სპეცჯგუფების წევრებს 107-ე საარჩევნო უბნისთვის შეარჩევენ. 

“სპეცჯგუფის არაუმეტეს 8-8 წევრს ირჩევს ცესკო არაუგვიანეს 2021 წლის 24 სექტემბრისა, ხოლო სპეცჯგუფის 9-9 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიები, 2021 წლის 22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში”, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. 

ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. 

დატოვეთ კომენტარი