გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციამ დააკავა 24 წლის ბიჭი, რომელიც “ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა”. პოლიციის მტკიცებით, იგი ნასვამი იყო და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას.
“იგი ქმნიდა ავარიულ სიტუაციებს, რა დროსაც არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის მოთხოვნას, შეეწყვიტა ამგვარი ქმედება,მოწოდება განხორციელდა პოლიციის რუპორით; პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.
საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა. “აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა და ითხოვა პატიება” , – მიუთითებს მოსამართლე. საბოლოოდ დაკავებული მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
დატოვეთ კომენტარი