გორის რაიონულმა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მძღოლი, რომელიც ავარიაში მოყვა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 6 ივლისს, საღამოს საათებში რ.მ მოძრაობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში, რა დროსაც სასამართლოს მტკიცებით, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის შედეგადაც ის დაეჯახა “ვოლქსვაგენის” მარკის ავტომობილს.
“მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რის გამოც შეეჯახა ხ.ბ-ს კუთვნილ ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ხ.ბ-ს მგზავრმა გ.ა-მ”, – განმარტავს პროკურატურა.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მოსამართლე დავით მაკარაძემ რ.მ 2 000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.