გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში დააკავეს ბიჭი, რომელიც 22.306 გრამ გამომშრალ მარიხუანას ინახავდა.
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დილის 07:45 საათზე ამოიღო.
“იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ნებაყოფლობით უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები საკმარისია ბრალდებულ გ.რ-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის” , – აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.
ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.