ახალი ამბები

გორში პოლიციამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 7კგ-მდე „კანაფი” ამოიღო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში პოლიციამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 7 კილოგრამამდე “კანაფი” აღმოაჩინა. დააკავეს მამაკაცი და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.


“გ.გ-მ საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა კანაფი, საერთო წონით 6 754.82 გრამი, რაც ამოღებულ იქნა სახლის ჩხრეკისას” ,
– ირკვევა საქმის მასალებიდან.


საქმე მოსამართლე დავით დარბაიძემ განიხილა და ბრალდებულს 6-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. გარდა ამისა, გ.გ-ს 6 წლით აეკრძალა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და 10 წლით აეკრძალა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.


სასამართლომ პოლიციას დაავალა ამოღებული “კანაფის” განადგურება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.