ახალი ამბები

Miss Summer World – 2021- ის გამარჯვებული გორელი მოდელი, ანი სტეფანიშვილია

Miss Summer World – 2021 დასრულდა. ალბანეთში გამართულ კონკურსში პირველი საპრიზო ადგილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ანი სტეფანიშვილმა დაიკავა. მაყურებლის წინაშე მსოფლიოს 36 ქვეყანის წარმომადგენელი წარსდგა. კონკურსში საქართველოს სახელით სამოდელი სააგენტო “კატრინი” მონაწილეობდა.

“მიხარიხართ ასე რომ მგულშემატკივრობდით და სტიმულს მაძლევდით. 36 ქვეყნიდან სამი ქვეყანა გადავედით ტალანტ-შოუში, პირველი საპრიზო ადგილი ავიღე ასევე ნომინაციაში “Miss Popularity”. Top 10, Top 5, ბოლოს მე და ქალბატონმა ეკა მგალობლისვილმა ერთად ვასახელეთ საქართველო”,-ამბობს ანი სტეფანიშვილი.

სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ, საპრიზო ადგილები შემდეგ ქვეყნებზე გადანაწილდა.
  • პირველი საპრიზო ადგილი – საქართველო
  • მეორე საპრიზო ადგილი – ლიტვა
  • მესამე საპრიზო ადგილი – პოლონეთი
  • მეოთხე საპრიზო ადგილი – რუსეთი

როგორც სამოდელო სააგენტო “კატრინის” წარმომადგენელი ამბობს, წარმატების მოსაპოვებლად მაქსიმალურად იშრომეს.

ანი ნამდვილად ღირსეული კონკურენტი იყო თითოეული კონკურსანტისთვის. ნამდვილად ვიშრომეთ, რომ ამ ეტაპამდე მიგვეღწია, 10 დღის განმავლობაში 7 ქალაქში ვცხოვრობდით. გავიარეთ სხვდასხვა ტური, ნაციონალური სამოსის, საცურაო კოსტუმის, ტალანტ-შოუ, მეგობრობის საღამო, მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა”, – აღნიშნა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.