“„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“ არის ახალი პროექტი, რომლის ამოცანაა შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი” , – აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლო გუშაგის” დამფუძნებელმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მან ბრიფინგი გორის რაიონულ სასამართლოსთან გამართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი სწორედ გორში განხორციელდება.
„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“ არის „სასამართლოს გუშაგის“ ახალი პროექტი, რომლის ამოცანაა შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი. გამომდინარე აქედან „სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს მოხალისეთა მიღებას სასამართლოს მონიტორინგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. სასამართლო პროცესების მონიტორინგი განხორციელდება იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს, თუმცა პროფესიით არ არიან იურისტები. ხოლო სასამართლო პროცესების მონიტორინგის დაწყებამდე მათთვის ჩატარდება ლექციები შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე” , – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.