გორსა და ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შსს -ს თანამშრომლებმა 11 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულები აღიარებდნენ, ე.წ ქურდულ სამყაროს, კანონიერი ქურდების დავალებით, მატერიალური სარგებლის მისაღებად ფულსა და ავტომანქანებს სძალავდნენ.
“გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ და ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად დავებს წყვეტდნენ, რის შემდეგაც მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია “კოლტის” და “მაგნიუმის” სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები. ასევე ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქნანა და 15000 დოლარამდე თანხა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გამოძიება სსკ-ს 223 -ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მუხლის მე-3 და მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 10 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.