გირის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარი ,”სახლი საზღვრებს გარეშე” ბენეფიციარები და თანამშრომლები სრულად ვაქცინირებულები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია ავრცელებს.
“ჩვენი თავშესაფრის 15 ბენეფიციარი და 8 თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. მოხუცები აიცრნენ სინოფარმით ხოლო თანამშრომლები ფაიზერით. არცერთ მათგანს არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონია, ყველა კარგადაა”, – ამბობს ლუდა სალია
ექიმების ტრანსპორტით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ უზრუნველყო.
დატოვეთ კომენტარი