გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითრებისა და ხელშეწყობის სააგენტოში შემავალ ყველა სასპორტო სკოლაში ახალი სპორტული სეზონი დაიწყო.
13 სექტემბრიდან სწავლა 6 სპორტულ სკოლაში განახლდა.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს, რომლებმაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განაახლეს:
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა – ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ქართული ჭიდაობა, ტანვარჯიში, მკლავჭიდი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, ჩოგბურთი, ჭადრაკი, კარატე, კიკბოქსინგი, ტაეკვანდო;
გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა – ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა;
ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა – კრივი;
ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა – თავისუფალი ჭიდაობა;
ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლა – კრივი;
ექსტრემალური სპორტის განყოფილება – ალპინიზმი.
სავარჯიშო პროცესი დარბაზებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყველა რეგულაციის დაცვით განახლდება. გორის სპორტულ სკოლებში, სპორტის 20-მდე სახეობა ისწავლება.