ახალი ამბები

გორის მერია მაკრახიძის კომპანიას 1 173 000-ლარიან ხელშეკრულებას უფორმებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიას 1 173 000-ლარიან ხელშეკრულებას უფორმებს.

მაკრახიძის კომპანიამ “იბოლია” გორის მერიის ორ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია შინდისში ე.წ “ნახალოვკის უბნის” გზის რეაბილიტაციას 567 000 ლარად, ხოლო გორში რაზმაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 606 000 ლარად განახორციელებს.

მიმდინარე წელს, მაკრახიძის კომპანიამ 2 552 000 ლარის ხელშეკრულებები უკვე გააფორმა გორის მერიასთან. სწორედ “იბოლია” ახორციელებს აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციას.

დატოვეთ კომენტარი