გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას საერთაშორისო მისიის ორი წარმომადგენელი, შაჰნაზ შაჰნაზ ჰასანოვა და მატს ეკჰოლმი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
“საუბარი შეეხო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლოების მდგომარეობს, დამკვირვებლები დაინტერესდნენ რა პროგრამები აქვს მუნიციპალიტეტს მათ დასახმარებლად, საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, აღნიშნულ მოსახლეობას შეუფერხებლად თუ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მათთვის საინტერესო კითხვებს გავეცი პასუხი და შემდგომში თანამშრომლობის მზაობაც გამოვთქვით, ისინი თვითმმართველობის არჩევნებსაც აქტიურად დააკვირდებიან”, – ამბობს დავით რაზმაძე.