ახალი ამბები

გორში სამხედროებს ბინები გადაეცათ 

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შემდეგ, გორში გაგრძელდა.

128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.

საცხოვრებელი კორპუსებთან მოეწყო შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია. 

გორში ბინების გადაცემამდე, 31 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი საცხოვრებელი ფართები თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გადასცეს.

ბინები 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შორის კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა. თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება 2007 წელს აიღო. ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ ახალი საცხოვრებელი ბინით 2000- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყო, რითაც უწყებამ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

დატოვეთ კომენტარი