სტატიები

ჟურნალისტი, რომელსაც გორის მერმა სასამართლოში უჩივლა, წყაროს გამხელას არ აპირებს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა “ტვ პირველის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. იგი ტელევიზიისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას ითხოვს.

“მიმაჩნია, რომ მათი ქმედება არის ჩემი, როგორც არჩეული მერის, რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის მცდელობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო მათივე ეთერით ჩემ შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა, ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას გადავრიცხავ სოლიდარობის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად” , – აცხადებს თავზარაშვილი.

“ტვ პირველის” ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავზარაშვილმა ე.წ ატკატის სახით მიიღო ფილები ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, წყარომ მიაწოდა. მისი განმარტებით, ჟურნალისტს წყაროს გაუთქმლობის უფლება აქვს.

თავზარაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტები რეალურად არაფერს არ ამტკიცებს. ეს არის ჩვეულებრივი ინვოისი, სადაც არ წერია თუ რა პროდუქცია იყიდა თავზარაშვილმა. გარდა ამისა, ინვოისის და წარმოდგენილი ქვითრების თანხები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენ წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მან ე.წ “ატკატის” სახით მიიღო ეს ფილები. წყაროს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებთ. წყაროს გაუთქმელობის უფლება მაქვს. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ” , – ამბობს მიქელაძე.

ინფორმაციისთვის, თავზარაშვილმა სარჩელი სასამართლოში “ტვ პირველის” სიუჟეტის გამო შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თავზარაშვილმა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უსასყიდლოდ მიიღო სამშენებლო ფილები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.