გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
უწყებამ საახალწლო მორთულობების შესაძენად 96`900 ლარი გაითვალისწინა.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ შესაძენი მასალების ჩამონათვალს:
- 1500 ცალი სტრინგი 10 მ, 100 ლედი, IP44, 220 ვ,4.4 ვატი. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 1მ შტეკერით, არაციმციმა,კაბელი-გამჭვირვალე, 2.5 მმ, PCV, სპილენძი, 0.3მ2;
- მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.6მ;
- მანათობელი ბურთი ლითონის ღეროზე დ=0.9მ;
- ბაგირი 6მმ;
- ჩამჭერი 6მმ ბაგირი;
- ელ.სადენი ალუმინი 2/2.5;
- 100 ცალი პლასტმასის ხამუთი.
სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ გასანათებელი მოწყობილობების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო მორთულებები გასულ წელსაც შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დახარჯა.
დატოვეთ კომენტარი