საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა იზღუდება. რეგულაცია ეხება როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებს.
“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც”,-აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2021-2022 სასწავლო წლისთვის 1500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა.
დატოვეთ კომენტარი