გახარიას გუნდიდან გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ანანიაშვილია. მისი კანდიდატურა ცესკოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ანანიაშვილი წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” დატოვებამდე მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა რა ქონებას ფლობს გორის მერობის კანდიდატი და რა შემოსავლები აქვს მის ოჯახს წლის განმავლობაში.
ბოლო დეკლარაცია ანანიაშვილს 2021 წლის თებერვალში აქვს შევსებული, რომელიც გასული წლის მონაცემებს მოიცავს.
დოკუმენტის მიხედვით, ყოფილ ძალოვანს 2014 წელს თბილისში, მუზაშვილის ქუჩაზე ბინა 58 000 დოლარად აქვს შეძენილი, მის სახელზეა ასევე Toyota Camry, რომელიც ანანიაშვილმა 2019 წელს 36 600 ლარად შეიძინა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2020 წლის განმავლობაში ანანიაშვილის სახელფასო სარგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 60 742 ლარი შეადგინა. მისი მეუღლის ხელფასმა კი იმავე პერიოდში 17 880 ლარი
დეკლარაციის მიხედვით 2020 წლის განმავლობაში გვანცა ვახტანგიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაში პროექტების ნებართვების სამსახურის უფროსი სპეციალისტად ფიქსირდება.