კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებით ამოქმედდა ვაქცინაციის კაბინეტები, სადაც მიზნობრივი ჯგუფების აცრა მოხდება.
კლინიკის ინფორმაციით, აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფები მოიცავს ფსიქიტრია-ფტიზიატრიის სამსახურის პაციენტებს და ონკოპაციენტებს.
აღნიშნული პაციენტების აცრა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე. ამ ეტაპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს ,,სინოვაკით“ და ,,ფაიზერით“.
დატოვეთ კომენტარი