სტუდენტებს, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერია დააჯილდოებს.
უწყება წარმატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.
ინიციატივა ეხება სკოლის 2020 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;
დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
► განცხადება;
► პირადობის მოწმობის ასლი;
► ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
► სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
► ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
► საბანკო ანგარიშის ნომერი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე,
მობ: 599 85 17 47.