ახალი ამბები

სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. 

“ორი სასწრაფო იყო, როგორც ჩანდა ტრაქტორი შეეჯახა მანქანას, ზუსტად არ ვიცი, ვინმე დაშავდა თუ არა და რა მდგომარეობაში არიან”, – ამბობს თვითმხილველი. 

არსებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დაზიანებები არავის მიუღია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.