ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. – ამის შესახებ ინფორმაციას ერედვის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ერთჯერადი სოციალური დახმარება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
- 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი;
- 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი;
- 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.
დატოვეთ კომენტარი