გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ამ დროისთვის 6 ვაკანსიაა გამოცხადებული. საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ეძებენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლებში საათების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
“სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება გაჩნდეს ვაკანსია. ერთ შემთხვევაში, მეორე სკოლაში წავიდა პენსიონერი პედაგოგი განცხადებით. სხვა შემთხვევაში მაძიებელი ჰყავდა სკოლას და ვერ ჩააბარა გამოცდა. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საათები დაემატა ორ კლასში და ზოგან არ აღმოჩნდა პედაგოგი”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
ვაკანსიები გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სკოლებსა და საგნებშია გამოცხადებული:
- ატენის საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდისა და სპორტი (სავარაუდო ხელფასი 400 – 460 ლარი)
- მეჯვრისხევის საჯარო სკოლა – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (სავარაუდო ხელფასი 300 – 400 ლარი)
- მეჯვრისხევის საჯარო სკოლა – სამოქალაქო განათლება (სავარაუდო ხელფასი 250 – 300 ლარი)
- ბნავისის საჯარო სკოლა – სახვითი გამოყენებითი ხელოვნება (სავარაუდო ხელფასი 500 – 700 ლარი)
- ბნავისის საჯარო სკოლა – მუსიკა (სავარუდო ხელფასი 500 – 700 ლარი)
- გორის მე-2 საჯარო სკოლა – ქართული (სავარაუდო ხელფასი 450 – 1 100 ლარი)
დატოვეთ კომენტარი