ახალი ამბები

გახარია გორის მერობის კანდიდატად კონსტანტინე ანანიაშვილის წარდგენას გეგმავს

პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი გორში, ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენელი, კონსტანტინე ანანაიაშვილი იქნება. გიორგი გახარია მის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს. პარტიაში ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს კანდიდატის შესახებ არ აკეთებენ, თუმცა გავრცელებული ფოტო მასალებიდან გამომდინარე ანანიაშვილის აქტიურობა უკვე თვალში საცემია.

კონსტანტინე ანანიაშვილი 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი იყო.

2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შემდეგ კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ.

გიორგი გახარიას მმართველი გუნდიდან წამოსვლამდე კი ანანიაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები