გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ქორდასა და თორტიზაში ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
ადგილობრვმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 20 990 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი