ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ მიმდინარე წელს ყვავილების 31 ცალი თაიგული იყიდა.
გამარტივებული შესყიდვები სააგენტომ ირინე ქუმსიაშვილთან გააფორმა და ჯამში წელს 1 170 ლარი გადაურიცხა.
ბოლო შესყიდვა უწყებამ 6 აგვისტოს გააფორმა და აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით 21 ცალი თაიგული იყიდა, თითოეულის ღირებულება 35 ლარი იყო.
6 აგვისტო
აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, უწყებამ 21 ცალი 35-ლარიანი თაიგული იყიდა.
30 ივლისი
მარინა ჯალიაშვილის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, თითო 25 და 35 ლარიანი თაიგული;
9 მაისი
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კულტურის სააგენტომ 3 ცალი 35-ლარიანი თაიგული იყიდა;
14 აპრილი
დედაენის დღესთან დაკავშირებით, უწყებამ ერთი ცალი 50-ლარიანი თაიგული იყიდა;
9 აპრილი
ამ დღესთან დაკავშირებით სააგენტომ ყვავილების 3 ცალი 60-ლარიანი თაიგული შეისყიდა. ასევე იყიდა 30 ცალი მიხაკი, წითელი და თეთრი ფერის. ჯამში, 270 ლარის ღირებულების.