გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” – ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ამჟამინდელი რეგალიეა. მან წლების განმავლობაში სპორტში არაერთ წარმატებას მიაღწია. არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში, ასევე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, შემდეგ ოლიმპიადაზე კი, ოქროს მედალოსანი.
ხინჩეგაშვილი 1991 წლის 18 აპრილს, გორში დაიბადა. 2009 წელს გორის N9 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა და 2013 წელს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.
ხინჩეგაშვილი ბიზნესში 2017 წლიდან ჩნდება. იგი ჯერ შპს ფლოლეს ქონსთრაქშენის, შემდეგ კი, “გგ ჰოუმის” მეწილე ხდება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი ამჟამად არის შპს “ლეგასის” დირექტორი და “საქართველოს მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი.
იგი ასევე ცოტა ხნით იყო ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერი. ხინჩეგაშვილი ამ პოზიციაზე 2021 წლის დასაწყისში, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.
2021 წელი
ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო სკოლის მენეჯერი.
2020 წელი
სამშენებლო კომპანია "ლეგასის" დამფუძნებელი, მეწილე და დირექტორი;
2018 წელი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; ომპანიების შპს "ჩემპიონი" და "რეფრეში" მეწილე;
2017 წელი
ევროპის ჩემპიონი ორდენები/ ჯილდოები; გახდა კომპანიების "გგ ჰოუმი" და "ფლოლეს ქონსთრაქშენი" მეწილე;
2016 წელი
რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი; ევროპის ჩემპიონი; მიიღო გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება;
2015
მსოფლიო ჩემპიონი
2014 წელი
გახდა ევროპის ჩემპიონი;
2013
მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით .
2012 წელი
გახდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; მიიღო სახელმწიფო ღირსების ორდენი;
2011 წელი
გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში;
2009 წელი
2009 წელს დაამთავრა ქ.გორის მე-9 საჯარო სკოლა;