ახალი ამბები

სააგენტო გორის საბავშვო ბაღებისთვის ხორცს და პურს ყიდულობს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხორცის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალური ა(ა)იპ საქონლისა და თევზის ხორცისთვის ასევე ქათმის ფილესთვის ჯამში 99 000 ლარს გადაიხდის. ამ თანხით სააგენტო ჯამში 3400 კგ საქონლის ხორცსა და 2200 კგ ქათმის ფილეს შეიძენს.

დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 21 დან 24 აგვისტომდე შეეძლებათ. გარდა ამისა, მიმდინარე თვეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ტენდერი პურის შესაძენადაც გამოაცხადა. ამისთვის მუნიციპალურ გაერთიანებას ჯამში 40 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. წინადადებების მიღების ვადა ამ შემთხვევაში გუშინ ამოიწურა. ამ დროისთვის ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს, რომელიც სააგენტოს 20 000 ცალი პურის მიწოდებას 39 600 ლარად სთავაზობს.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუშაობა სექტემბერში ვერ დაიწყონ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.