ახალი ამბები

გორის მერია მაღალმთიანი სოფლებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებს შეიძენს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია მაღალმთიანი სოფლებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალურ პანელებს შეიძენს. 

უწყებამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და პანელების შესაძენად 98 000 ლარი გაითვალისწინა. 

მერია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების განთავსებას 5 სოფელში გეგმავს: 

” მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. მიწოდებისა და სამუშაოების შესრულების ადგილია გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები: საყავრე, ლული, ფიცესი, წითელწყარო, ველები”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი