საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ირმა ამბარდნიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი 2021 წლის საპარლამნტო ანგარიშში მოხვდება.
საკრებულოს დეპუტატის ირმა ამბარდნიშვილის თქმით, მის საქმეს ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს.
“მე გამომიგზავნეს წერილი გენდერული საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, სადაც დაგმო საკრებულოს თავმჯდომარის სექსისტური განცხადება და მოუწოდა მას, რომ აღკვეთოს მსგავსი ფაქტი. ასევე სახალხო დამცველის წერილი, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული საკითხი შევა 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში და განიხილება ადამიანის უფლებათა კომიტეტში. ასევე შემდგომში თუ დამჭირდა ამ საკითხზე იურიდიული დახმარება, ამაშიც დამეხმარებიან. ეს არის პრეცედენტი – პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი დასკვნა დაიდო”.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეურაცხმყოფელი და სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და მომხდარის შესახებ სახალხო დამცველს და საქართველოს პარლამენტს მიმართა.