გორში, 14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ იზღუდება. ამის შესახებ, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
“როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს” , – აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
დატოვეთ კომენტარი